თავში

მარტო არ დაგტოვებთ - ხაზარაძე

მარტო არ დაგტოვებთ - ხაზარაძე
მარტო არ დაგტოვებთ - ხაზარაძე

დღეს "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან დააზუსტა, რომ პარლამენტის ბოიკოტირებას ჯერ არ აპირებს.

"ვიღაცამ ისე გაიგო რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას, არა ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ. არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს, რომ ამ დოკუმენტს გაუკეთოს ობსტრუქცია. 2 თვე არ გაქვთ იმისათვის, რომ ახალი კანონი მივიღოთ. გეჩქარებათ ხო? მაშინ უნდა ამიხსნათ ან კლანის გავლენის ქვეშ ხართ, ან რუსული ინტერესი ტარდება ამ ქვეყანაში. სხვა შემთხვევაში მე ვერ გავიგებ ეს დაჩქარებული მოსამართლეების დანიშვნა რას ნიშნავს," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. 

ცნობისთვის, გუშინ ხაზარაძემ განაცხადა, რომ თუ "ქართული ოცნება" დაიწყებს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტიდან გავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system