თავში

მარტვილში საკრებულოს სხდომაზე ხმაურია

​მარტვილში საკრებულოს სხდომაზე ხმაურია
მარტვილში საკრებულოს სხდომაზე ხმაურია

მარტვილში საკრებულოს სხდომა ხმაურისა ფონზე მიმდინარეობს. საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ უნდა იმსჯელოს.

ოპოზიციისთვის მიუღებელია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულოს წევრებმა დაამტკიცონ. 

ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილები არიან ახლად არჩეული საკრებულოს წევრები, ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები. მათ სამართალდამცველები შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. 

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system