თავში

მაშინ მერია უნდა დავხუროთ, მე უნდა გადავდგე - კალაძე

მაშინ მერია უნდა დავხუროთ, მე უნდა გადავდგე - კალაძე
მაშინ მერია უნდა დავხუროთ, მე უნდა გადავდგე - კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მთავრობის გადაწყვეტილებით, 300-მდე დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების 1 ლარად დაკანონების ფაქტს წინასაარჩევნო მოსყიდვად არ მიიჩნევს. როგორც კახა კალაძე განმარტავს, დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა 2017 წლის დაპირებაა და 2000-ზე მეტი ოჯახი უკვე დააკმაყოფილეს. 

,,როდესაც ნებართვებს გავცემთ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ ესეც მოსყიდვაა? ესეც ზუსტად იგივე მუნიციპალური თემაა, მაშინ უნდა დაგვხუროთ მერია, მე უნდა გადავდგე, მუნიციპალიტეტი აღარ ფუნქციონირებდეს და ეს არის ნორმალური? სრული სისულელეა თუ ვინმე საუბრობს, რომ ეს არის მოსყიდვა. ჩვენ ვახორციელებთ იმ პროექტებს, რომელიც გვაქვს დაგეგმილი და დავპირდით მოსახლეობას. რა თქმა უნდა, არანაირ გაჩერებას არ ვაპირებთ, მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ ვაპირებთ გადაცემას და დაკანონებას იმ ბინების, სადაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ეს იყო 2017 წლის დაპირება, 2000-ზე მეტი ოჯახი უკვე დავაკმაყოფილეთ და კიდევ ბევრს დავეხმარებით ამით”, - ამბობს კალაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system