თავში

,,მაშინ სააკაშვილს არ სურდა ძალაუფლების დათმობა" - კობახიძე

,,მაშინ სააკაშვილს არ სურდა ძალაუფლების დათმობა" - კობახიძე
,,მაშინ სააკაშვილს არ სურდა ძალაუფლების დათმობა - კობახიძე

მიხეილ სააკაშვილს მხოლოდ ამერიკელი და ჩვენი უცხოელი ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია ძალაუფლების დათმობა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას.

მისივე თქმით, 2012 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტს ძალაუფლების დათმობა არ სურდა.

,,მაშინ სააკაშვილს და მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურდათ ამ ძალაუფლების დათმობა, მათ ქვეყნის მასშტაბით სპეცრაზმი ჰყავდათ მობილიზებული და გახსოვთ, რომ რიგ შემთხვევებში, მაგალითად ხაშურში, ისინი პირდაპირ შეიჭრნენ საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში და ასეთი მობილიზაცია იყო აბსოლუტურად ყველა რაიონში, თუმცა, საბოლოოდ მათ მოუწიათ ძალაუფლების დათმობა და შეხსენება იმისა, თუ როგორ იქცეოდა მაშინ სააკაშვილი, ანტისახელმწიფოებრივად. მას მხოლოდ ჩვენი ამერიკელი და უცხოელი ევროპელი მეგობრების თანადგომით მოუწია ძალაუფლების დათმობა, ამის გახსენება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმისთვისაც, რომ დღევანდელი პოლიტიკური პროცესები შევაფასოთ ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system