თავში

მასშტაბური საპროტესტო აქცია სოხუმში - განახლებულია

მასშტაბური საპროტესტო აქცია სოხუმში
მასშტაბური საპროტესტო აქცია სოხუმში - განახლებულია

სოხუმში ე.წ. ოპოზიციის მხარდამჭერების მიტინგი გაიმართა. მათ რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში 8 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები გააპროტესტეს.

სოხუმში შეკრებილები აცხადებენ, რომ „რაულ ხაჯიმბა კანონდარღვევით გამოაცხადეს პრეზიდენტად და აუცილებელია კენჭისყრის ხელახლა ჩატარება“.

აქციის მონაწილეები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მათთან ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ალხას კვიცინია მივიდა და განაცხადა, რომ „არჩევნების შედეგების გაუქმებისთვის ბრძოლას უზენაეს სასამართლოში აპირებს“.

გავრცელებული ცნობით, აქციების გამო საოკუპაციო რეჟიმმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსის დაცვა გააძლიერა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 8 სექტემბერს გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა 47.38%-ით. ალხას კვიცინიას ხმა მისცა 46.19%-მა.

9 სექტემბერს კვიცინიამ განაცხადა რომ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა პრეზიდენტად კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ალხას კვიცინიას მიმართვა შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system