თავში

მათ ამის თავი არ აქვთ - ნიკა მელია

მათ ამის თავი არ აქვთ - ნიკა მელია
მათ ამის თავი არ აქვთ - ნიკა მელია

ოპოზიციური პარტიების შეხვედრის წინ, ჟურნალისტებთან კომენტარი, მის შესაძლო დაკავების შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გააკეთა.

მისი თქმით, არც მოსამართლეებს და არც მმართველი გუნდის წევრებს, ამ საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავი არ აქვთ.

"ფიქრობთ, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, კობახიძე, კალაძე და გავრილოვი არიან იმ მდგომარეობაში, რომ მე დამიჭირონ საქმეზე, რომელზეც საფუძველი არ აქვთ დაპატიმრების?! სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მათ ამის თავი არ აქვთ. არც ამ საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავი აქვთ,"- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, "ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისში  ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამ წუთებში იკრიბებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system