თავში

"მათ არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია" - ადვოკატი

"მათ არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია" - ადვოკატი
მათ არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია - ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის ციხის საავადმყოფოში ნიშნავს, რომ სახელმწიფო მის ჰოსპიტალიზაციაზე უარს ამბობს.

"იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას და მათ უბრალოდ არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია. რაც შეეხება უშუალოდ, მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, ეს რეალურად ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში კრიმინალი დაამარცხა, მოათავსონ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან, რაც ბუნებრივია არ გამოვა, ეს არის, სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზებაზე", - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იგეგმება. 

ადვოკატები კი აცხადებენ, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 21დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system