თავში

"მათ სრული ხელმისაწვდომობა ექნებათ სააკაშვილთან"- გვარამიას საგანგებო განცხადება

"მათ სრული ხელმისაწვდომობა ექნებათ სააკაშვილთან"- გვარამიას საგანგებო განცხადება
მათ სრული ხელმისაწვდომობა ექნებათ სააკაშვილთან- გვარამიას საგანგებო განცხადება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია საგანგებო განცხადებას აკეთებს. 

გვარამიამ იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომლის წინაშეც მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში დადგება.

"ჩვენი მოპოვებული ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 2019 წელს მიოღო გადაწყვეტილება, რომ ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო გადაეყვანა მილევად რეჟიმში და ყოფილიყო მინიმალური პირველადი დახმარების წყარო, ამის გამო მან 2019 წლის ნოემბერში გააუქმა ქირურგიის, ანესთეზია-რეანიმაციის და ხანგრძლივი მოვლის განყოფილება. რეორგანიზაცია დასრულდა 2020 წლის 10 აპრილს. ციხის მე-18 დაწესებულებაში დარჩა მხოლოდ სამკურნალო განყოფილება. 

დაწესებულების მთავარ ექიმად 2 დღის უკან დაინიშნა მანანა ელეპტეროვა, რომელიც მანამდე ციხის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე იყო.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ საკადრო ცვლილებებს, რომელიც მიმდინარეობს გამალებით.

ასევე, ციხის საავადმყოფოში არის მხოლოდ 2 ქირურგი. ერთი ქირურგი კოტე ჭანტურია სასჯელს იხდიდა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბავშვის გატაცებაზე, ჩვენი ინფორმაციით ასეა და მისი მეუღლე გახლავთ კახეთის რეგიონის ოცნების კოორდინატორი.

მე ვსაუბრობ ქირურგზე, რომელიც იქ იმყოფება, რომელიც ყოფილი პატიმარია და აქვს ინტერესთა კონფლიქტი სააკაშვილის ხელისუფლებასთან და პირადად სააკაშვილთან.

ასევე, ციხის საავადმყოფოში ამ დროისთვის არის 2 თერაპევტი, სამი ინფექციონისტი, 1 ვენეროლოგი, 4 ექთანი მიმღებში და რენდგენს იღებს ლაბორანტი პორტატული აპარატით, ასევე არის 2 ექიმი ფსიქიატრი.

ეს არის ის მწირი ჩამონათვალი, რომელიც ახლა არის ამ კლინიკაში.

ამ დღეების განმავლობაში სასწრაფო წესით ხდება კლინიკაში ფუნქციური საწოლების და პორტატიული სარეანიმაციო აპარატების განთავსება საოპერაციო ბლოკში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აღნიშნული აპარატურა ვერ გახდება ფუნქციონალური სააკაშვილის შესაძლო გადაყვანამდე და ამას გარდა, ამ დაწესებულებას უბრალოდ არ აქვს ლიცენზია ამ მომსახურების შესახებ. ულიცენზიო დაწესებულებაში განიხილავენ სააკაშვილის გადაყვანას. ასევე, არ არსებობენ ამ დაწესებულებაში, რომც შეიტანონ აპარატურა, კომპეტენტური პირები ვინც განახორციელებს სამედიცინო მომსახურებას.

ამას გარდა, როგორც მე გითხარით, გადაწყვეტილება იყო მიღებული ციხის საავადმყოფოს მაქსიმალური გაწოვის და რეფერალურ კლინიკებში პატიმრების გადაყვანის და დღეს, კლინიკა "ვივამედმა" დაგვიდასტურა, რომ ხელშეკრულება პენიტენციურ სამსახურთან 2 წლის წინ გაფორმდა და ყოველწლიურად წლის განმავლობაში 2 ათასამდე პატიმარი მკურნალობს "ვივამედში", მათ შორის მოშიმშილე პატიმრები.

უმნიშვნელოვანესი ფაქტი მინდა გითხრათ, არ ვაპირებ მე სამედიცინო საიდუმლოების დარღვევას და სახელების და გვარების დასახელებას პაციენტების. კლინიკაში როგორც გითხარით არის 2 ფსიქიატრი, 40-ზე მეტი ფსიქიკურად დაავადებული პატიმარი აქედან უმრავლესობა, დაახლოებით სამი მეოთხედი გადის ე.წ. არანებაყოფლობით მკურნალობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ესენი არიან ფსიქოზიანი პატიმრები მიდრეკლი აგრესიული და ძალადობრივი ზემოქმედებისკენ.

ფსიქიატრიული პატიმრების მკურნალობისთვის აქ არავითარი პირობები არ არის. შესაბამისად, ეს პატიმრები წარმოადგენენ საშიშრობას გარესამყაროსთვის და პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო მძიმე დარღვევა - დღეს ციხის საავადმყოფოში არ არიან სანიტრები და მათ ფუნქციას ასრულებენ პატიმრები, რომლებსაც შეთავხებული აქვთ სანიტრების ფუნქცია. ეს არის სრული კატასტროფა. ამ პატიმრებს, რომლებიც სანიტრები არიან, მე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ნამდვილად, მაგრამ ამ პატიმრებს აქვთ სრული ხელმისაწვდომობა მიხეილ სააკაშვილთან."-განაცხადა ნიკა გვარამიამ საგანგებო მიმართვაში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 27 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system