თავში

მათიკაშვილი გოცირიძეს: ლენინის ძეგლთან რამდენჯერ გაქვთ ყვავილები მიტანილი

მათიკაშვილი გოცირიძეს: ლენინის ძეგლთან რამდენჯერ
მათიკაშვილი გოცირიძეს: ლენინის ძეგლთან რამდენჯერ გაქვთ ყვავილები მიტანილი

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, არაერთხელ გაჟღერდა "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით ფრაზა "რადიკალური ოპოზიცია", რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მართლაც რადიკალური ოპოზიციაა.  

"დიახ, ვართ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დაგამარცხებთ კოლაბორაციონისტ მთავრობას," - მიმართა რომან გოცირიძემ უმრავლესობის დეპუტატებს.

გოცირიძემ კოლეგებს ურჩია, მსგავსი ტერმინები არ გამოიყენონ. 

"კომპარტიის ლოზუნგებით საუბარი არ გამოგადგებათ, გადახედეთ ეროვნული მოძრაობის პერიოდს. „რადიკალური ოპოზიცია, კრიმინალური ოპოზიცია“ და გახსოვთ ალბათ რა უყო და რა დღეში ჩააგდო ამ რადიკალურმა ოპოზიციამ კომუნისტური პარტია. ეს მესიჯბოქსი ვინც თქვენ გასწავლათ, მათ ელემენტარულად წარმოდგენაც არ აქვთ საქართველოს ისტორიაზე, ამ ენით საუბარი იდენტიფიცირებას გიკეთებთ კომპარტიასთან, რომლის სულიერ მემკვიდრეობად ისედაც გთვლიან", - განაცხადა გოცირიძემ. 

ამის შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა გოცირიძეს ჰკითხა, თუ რამდენჯერ მიუტანია ყვავილები მას ლენინის ძეგლთან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system