თავში

"მატყუარა კაცების პარლამენტი" - ქალმა დეპუტატებმა პარლამენტში ბანერი გადმოფინეს

"მატყუარა კაცების პარლამენტი" - ქალმა დეპუტატებმა პარლამენტში ბანერი გადმოფინეს
მატყუარა კაცების პარლამენტი - ქალმა დეპუტატებმა პარლამენტში ბანერი გადმოფინეს

„მატყუარა კაცების პარლამენტი“ - ამ წარწერით პლაკატი პარლამენტის სხდომათა დარბაზის აივნიდან ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ გადმოფინეს.

ამ ფორმით მათ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტის იმ მუხლის კორექტირება გააპროტესტეს, რომელიც საარჩევნო სიაში გენდერულ კვოტირებას ეხება.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებული მუხლი უარესდება.

კერძოდ, ახალი ცვლილებებით საკრებულოში საარჩევნო სიაში პოლიტიკურ პარტიებს სამი წევრიდან ერთი ქალი უნდა ჰყავდეთ. მოქმედი რეგულაციით კი, ორი წევრიდან ერთი უნდა იყოს ქალი.

ბანერი, რომელიც დღეს დეპუტატებმა გადმოფინეს, ქალთა მოძრაობას ეკუთვნის, რომლის აქტივისტებიც სხდომათ დარბაზში არ დაუშვეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system