თავში

მაჟორიტარი დეპუტატების დახურული შეხვედრა პარლამენტში

მაჟორიტარი დეპუტატების დახურული შეხვედრა პარლამენტში
მაჟორიტარი დეპუტატების დახურული შეხვედრა პარლამენტში

პარლამენტში, დახურულ კარს მიღმა, მაჟორიტარი დეპუტატები შეხვედრას მართავენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძის კაბინეტში შეიკრიბნენ.

როგორც მაჟორიტარები report.ge-სთან აცხადებენ, შეხვედრის მთავარი თემა, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებია, რომლის მიხედვითაც ქვეყანა მთლიანად უნდა გადავიდეს მაჟორიტარულ სისტემაზე. 

შეხვედრის დამატებითი დეტალები მედიისთვის ამ დროისთვის უცნობია. 

შეგახსნებთ, რომ დიმიტრი ხუნდაძემ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, სრულ მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. მოგვიანებით კი, დეპუტატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უმოკლეს ვადებში შეიმუშავებს ინიციატივას, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს, რათა 2020 წლისთვის ქვეყანა სრულად გადავიდეს მაჟორიტარულ არჩევით სისტემაზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system