თავში

ჟენევაში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

ჟენევაში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა
ჟენევაში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიაზე გამართულ გენერალურ დებატებზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა, - ამის შესახებ report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

,,ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში, სადაც ასევე დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიღება, გაიმართა გენერალური დებატები, რა დროსაც გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ევროკავშირის, ბულგარეთის, უკრაინის, ფინეთის, ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და საბერძნეთის მხრიდან.

დელეგაციები მიესალმნენ საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში მიღწეულ პროგრესს. მათ შეშფოთება გამოხატეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, COVID-19 პანდემიის პირობებში, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მძიმე მდგომარეობაზე. კერძოდ, დელეგაციებმა დაგემს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელება და გადაადგილების თავისუფლებაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება. გამომსვლელებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, თავისუფლების აღკვეთის, უკანონო დაკავებების, საკუთრების უფლებისა და ჯანდაცვის უფლების დარღვევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების დარღვევებსა და შეზღუდვებთან დაკავშირებით, რაც, მათი შეფასებით ხელს უშლის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში შემდგომი ხელშესახები პროგრესის მიღწევას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე, მათ შორის ცხინვალიდან/სამხრეთ ოსეთიდან სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმის შემთხვევებზე, რაც განსაკუთრებით COVID-19-ის კონტექსტში კიდევ უფრო ამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოფას, უარყოფით გავლენას ახდენს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უფლებებზე.

ამასთან, გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესვლის საჭიროებისა და მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაუყოვნებელი და უპირობო დაშვება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში",- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგარეოს ცნობით, დელეგაციები მიესალმნენ საბჭოს 43-ე სესიის დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოს მიერ ყოველწლიური რეზოლუციის “თანამშრომლობა საქართველოსთან” ინიცირებას და დაადასტურეს რეზოლუციის მხარდაჭერა დაადასტურეს.

აღსანიშნავია, რომ დღეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში კენჭი ეყრება აღნიშნულ რეზოლუციას. საბჭოს ვიდეო-კონფერენციის ფარგლებში სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.

რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციის აღმართვის განგრძობით პროცესზე. აღნიშნული რეზოლუცია ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2017 წლიდან ყოველწლიურად მიიღება და იგი ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით ზეპირი და წერილობითი ანგარიშების წარდგენას. აღსანიშნავია, რომ COVID-19 პანდემიის გამო, ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის მუშაობა 13 მარტს შეწყდა და სამთვიანი პაუზის შემდეგ, 15 ივნისს განახლდა.

ცნობისთვის, გაეროსა და ეუთოს მოთხოვნები არ სრულდება ამიერკავკასიაში კიდევ ერთი ქვეყნის, აზერბაიჯანის მიმართ, რომლის ტერიტორიების ოკუპაციის შედეგებთან დაკავშირებით არაერთი რეზოლუციაა მიღებული. აქაც ასევე მწვავედ დგას დევნილთა საკითხი, რომელთა რაოდენობა მილიონზე მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system