თავში

კალაძე სააკაშვილზე: უხერხულია თანამდებობაზე დანიშნონ

კალაძე სააკაშვილზე: უხერხულია თანამდებობაზე დანიშნონ
კალაძე სააკაშვილზე: უხერხულია თანამდებობაზე დანიშნონ

უხერხულია, თანამდებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში მძიმე ბრალდებებითაა გასამართლებული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა. 

„ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა არ არის ლამაზი და მინიმუმ, უხერხულობას ქმნის, როდესაც ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები – საქართველო-უკრაინა და ისინი ცდილობენ, რომ მაღალ თანამდებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ არის გასამართლებული ძალიან მძიმე ბრალდებებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, 22 აპრილს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ რეფორმების საკითხში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა და რადაში პროგრამას მალე წარადგენს.

აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის რადამ, შესაძლოა, 30 აპრილს იმსჯელოს, თუმცა საკითხი დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system