თავში

მდინარაძე: ახლა არ არის პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო

მდინარაძე: ახლა არ არის პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო
მდინარაძე: ახლა არ არის პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო

ახლა არ არის პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო. კეთილი ინებოს ყველამ და თუკი რამე დახმარება სურს ვინმესთვის, გააკეთოს ეს შესაბამის მუნიციპალიტეტებთან ერთად,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც გუშინ, ასევე წარმოიშობა საფრთხე და ეს იქნება არა ჰუმანიტარული, არამედ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამართული რაღაც აქცია, რომლის დროც დღეს არ არის.

"მსგავსი აქციების ჩატარებისას, ორგანიზატორებმა შესაბამის ადგილობრივ სტრუქტურებთან უნდა ითანამშრომლონ და გამოიყენონ მათი კარგად გამართული მენეჯმენტი და შესაბამისად, დატრენინგებული ადამიანური რესურსი.

ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც გვაძლევს ჯანდაცვის ორგანიზაცია და რასაც გვირჩევენ ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები და სპეციალისტები. ამიტომ, თუ ვინმეს რამე დასარიგებელი აქვს და უნდა რამე დახმარება განახორციელოს კონკრეტული ეგიდით, მან უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ შესაბამის სტრუქტურებთან, მუნიციპალიტეტებთან, სადაც არიან კარგად დატრენინგებული ადამიანები. ეს მენეჯმენტიც საათივით არის აწყობილი და მოხალისეც კი კარგად არის დატრენინგებული", – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ახალი ლიდერების ინიციატივითა" და "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" მხარდაჭერით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დარიგდა, რა დროსაც ადგილზე მისულმა ადამიანებმა დისტანციის დაცვა ვერ შეძლეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system