თავში

მდინარაძე: გამარჯვება იქნება გარდაუვალი

მდინარაძე: გამარჯვება იქნება გარდაუვალი
მდინარაძე: გამარჯვება იქნება გარდაუვალი

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის შაბათს, 21 ნოემბერს, გაიმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური"- ამის შესახებ დღეს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის გამო საზოგადოება დაიბნა და ჰგონიათ, რომ არჩევნების მეორე ტური საერთოდ არ ტარდება.

"როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების ნაწილი დაბნეულია ოპოზიციის განცხადებების გამო, სადაც ისინი ამბობენ, რომ მეორე ტურში არ მონაწილეობენ, ზოგიერთ ადამიანს, ამ ფონზე რჩება შთაბეჭდილება, რომ მეორე ტური საერთოდ არ ტარდება, თუმცა ეს რა თქმა უნდა, მართალი არ არის. ამიტომ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის შაბათს, 21 ნოემბერს, გაიმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – მთაწმინდა-კრწანისის, ვაკის, საბურთალოს, ისნის, სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, ნაძალადევის, გლდანის, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის, მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის, რუსთავის და გარდაბნის რამდენიმე სოფლის, ხაშური-ქარელის, ზესტაფონი-ტყიბული-თერჯოლა-ბაღდათის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს საარჩევნო ოლქებში. 

ბიულეტენებში მითითებული იქნება მეორე ტურში გასული ორივე კანდიდატის სახელი და გვარი, რადგან მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნა, მოქმედი კანონმდებლობით არის შეუძლებელი, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ყველა ამომრჩეველს, კიდევ ერთხელ ვუხდით უღრმეს მადლობას ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში, ოპოზიციის სპეკულაციური განცხადებების გამო და შაბათს, 21 ნოემბერს მივიდნენ საარჩევნო უბნებში და მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს. დარწმუნებული ვართ, რომ გამარჯვება იქნება გარდაუვალი, ჩვენი კანდიდატების, რადგან საზოგადოების განწყობა ასეთია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system