თავში

მდინარაძე IRI-ის კვლევებზე: ნახევრადფაბრიკატია

მდინარაძე IRI-ის კვლევებზე: ნახევრადფაბრიკატია
მდინარაძე IRI-ის კვლევებზე: ნახევრადფაბრიკატია

რაში სჭირდება ხალხს რაღაც ციფრები, რომელიც არის ნახევარფაბრიკატი?- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევებს.

მისი თქმით CRRC და IPM საერთაშორისო ორგანიზაციებს არასწორ მონაცემებს აწვდიან.

„კითხვაზე – დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რამდენ პროცენტს მიიღებდა “ქართული ოცნება” ან “ევროპული საქართველო” ან “ლელო” ან “ნაცმოძრაობა”, ვინმეს პასუხი გაქვთ, მათი ამ შემთხვევაში CRRC ან IPM- ის კვლევებიდან გამომდინარე, ვინც ჩაატარა საველე სამუშაოები? – არ გაქვთ ხომ? ჩვენ მაქსიმუმ შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ კვლევების რელევატურობაზე, სადაც პასუხი არის, მაგალითად “გორბმა” ჩაატარა კვლევა, სადაც მინიმუმ 56 პროცენტს მიიღებს “ქართული ოცნება” დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 4 პროცენტი დარჩა გადაუნაწილებელი და ალბათ რაღაც არგუმენტები ჰქონდა, რომ 4 პროცენტის შეწონვა, ალოკაცია არ გააკეთა. „რუსთავი 2“- ის კვლევამაც 56 პროცენტამდე დადო და თქვეს, რომ ეს არის საარჩევნო პროგნოზი, ეს არის სოციოლოგის საქმე. ახლა ვხედავთ, რომ CRRC ან IPM ატარებენ კვლევებს და შემდეგ ამას აქვეყნებენ სამწუხაროდ NDI და IRI და ვხედავთ რაღაც ციფრებს, სადაც თქვენც კი არ გაქვთ პასუხი, რა შედეგი დადო ამ ხალხმა. იცით რატომ? – ნახევრადფაბრიკატია. ერთ შემთხვევაში გაიპარა, რომ მოსახლეობის 56 პროცენტი თვლის, რომ არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად და სამართლიანად, ეს რას ნიშნავს, ალბათ ხვდებით. IPM- ის ჩატარებულ კვლევაში კიდევ ერთი მონაცემი გაიპარა, რომ ასევე 56 პროცენტს მიაჩნია, რომ საპარლამენტო პოზიციაში მოხვედრის ალტერნატივა არ არსებობს სხვა პარტიების მხრიდან, ანუ “ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნებში ალტერნატივა არ ჰყავს. თუ ამას მიიჩნევს საქართველოს 56 პროცენტი, მაშინ ეს ალოკაციის გარეშე ციფრები რა საჭიროა? რაში სჭირდება ხალხს რაღაც ციფრები, რომელიც არის ნახევარფაბრიკატი? “– განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა პოლიტიკური პარტიების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც "ქართულ ოცნებას" მხარს 36% უჭერს, ნაციონალურ მოძრაობას 15%, ხოლო 23% გადაწყვეტილება არ მიუღია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system