თავში

მდინარაძე: მოსყიდვები იყო "ბლომად"

მდინარაძე: მოსყიდვები იყო "ბლომად"
მდინარაძე: მოსყიდვები იყო ბლომად

"ოპოზიცია და განსაკუთრებით "ნაცმოძრაობა" არჩევნების წინ, არჩევნების დღეს და შემდეგ, ერთგვარად გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ისინი ბევრს საუბრობდნენ, მაგალითად მოსყიდვაზე და ძირითადი ნაწილი, მსგავსი ფაქტებისა რაც ჯერჯერობით ხელთ გვაქვს, მათ შორის გამოძიებასაც,  მათი მხრიდან მომდინარეობს. ამაზე საუბარი თავისუფლად შეგვიძლია," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც კონკრეტულ ფაქტეზე მიდგება საუბარი, ძირითადად სწორედ მათ წინააღმდეგ არის მიმართული.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იძულებული გახდა 7 ფაქტის შესახებ ესაუბრა და ამ შემთხვევაში იქვე ეთქვა, რომ 2 ასეთი შედარებით მაღალი სტანდარტით დადასტურებული 5 ფაქტი იყო ოპოზიციის ზურგზე და მათი შესრულებით. საუბარი მაქვს მოსყიდვაზე. ასეთი ფაქტები ფიქსირდება "ბლომად" და ძირითადად მათი ავტორები ოპოზიციის წარმომადგენლები არიან", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system