თავში

მდინარაძე: მოულოდნელი იყო, მე ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი

მდინარაძე: მოულოდნელი იყო, მე ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი
მდინარაძე: მოულოდნელი იყო, მე ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი

პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება და სპეკულაციური, პოლიტიკური იარაღისგან განაიარაღა რადიკალური ოპოზიცია, თუმცა, გულწრფელად გითხრათ, მის ადგილას პირადად მე ასე არ მოვიქცეოდი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ის ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა, მისივე განმარტებით, პრეზიდენტის ადგილზე თავად ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. 

„მგონია, რომ პრეზიდენტის მოტივაცია ასეთი იყო - მან მიიჩნია, რომ მიიღო პრაგმატული გადაწყვეტილება და სპეკულაციური, პოლიტიკური იარაღისგან განაიარაღა რადიკალური ოპოზიცია, თუმცა, გულწრფელად გითხრათ, მის ადგილას პირადად მე ასე არ მოვიქცეოდი. საერთოდ არ მიმაჩნია, რომ რადიკალურ ოპოზიციას რაიმე მძლავრი იარაღი ჰქონდა. თუმცა ის პრეზიდენტია, ცალკე ინსტიტუტია, ეს მისი საქმეა. ასეთია მოცემულობა, რომელსაც ყველა უნდა შეეგუოს. ახლა რადიკალურ ოპოზიციას შეიძლება სპეკულაციისთვის კიდევ უფრო მეტი საფუძველი მიეცეს, თუმცა ერთია პრაგმატულობა და მეორე - რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება ემოციურად და მორალურად, როცა ერთ ადამიანს 48 მილიონის გაფლანგვაში, მეორეს კი პარლამენტზე შტურმის ორგანიზებაში ედებოდა ბრალი. მე ასეთ გადაწყვეტილებას არ ველოდი, თუმცა პრეზიდენტის მოტივაცია გასაგებია“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 2020 წლის 13 აპრილს5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადააკვალიფიცირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system