თავში

მდინარაძე: მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა რეგულაციებზე, რომლებიც საზოგადოების დეზინფორმაციის პრევენციას მოახდენს

მდინარაძე: მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა რეგულაციებზე, რომლებიც საზოგადოე
მდინარაძე: მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა რეგულაციებზე, რომლებიც საზოგადოების დეზინფორმაციის პრევენციას მოახდენს

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე Facebook-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ გაუქმებულ ანგარიშებთან პარტია ,,ქართულ ოცნებას” და მის მენეჯმენტს, არც ოფიციალურ (ფორმალურ) დონეზე და არც არაოფიციალურად, არანაირი ურთიერთობა არ აქვს.

"მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობამ და მისმა დანაყოფებმა ქვეყნის შიგნით ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე განიცადეს სრული ფიასკო, დაკარგეს ის მხარდამჭერებიც, რაც აქამდე ყავდათ, ბოლო კვირების განმავლობაში ისტერიულად, პერსონალურად წერენ ნეგატიურ და ყალბ ინფორმაციებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კონკრეტულ წარმომადგენლებს თხოვნით - მათ გააკეთონ ნეგატიური კომენტარები საქართველოს ხელისუფლებაზე. ბოლო დღეებში შეგვიძლია გავიხსენოთ დასავლური ოფიციოზის პოზიციისგან განსხვავებული ერთი-ორი ასეთი განცხადებაც.

ასევე ბოლო კვირების განმავლობაში მთელი მათი პარტიული აქტივი (თავისი ბოტ-ტროლებით და ფეიკ-გვერდებით) ისტერიულად არეპორტებს ყველა იმ facebook მომხმარებელს და გვერდს, რომლებიც გამოხატავენ მხარდაჭერას სახელისუფლებო წრეების მიმართ და წერენ ნეგატიურად ნაცმოძრაობაზე.
ამის დასტურია ისიც, რომ ნაცმოძრაობის არც ერთი ბოტი, ფეიკ-გვერდი თუ ყალბი ანგარიში, რომლებიც პირდაპირ ეწევიან დეზინფორმაციის გავრცელებას და სიძულვილის ენის ტირაჟირებას, facebook-ის მიერ გაუქმებული არ არის" ,- განაცხადა მდინარაძემ.

დეპუტატის თქმით, facebook-მა საქართველოს გარდა გააუქმა აშშ-ს და ვიეტნამის არაავთენტური ანგარიშებიც.

"ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა რეგულაციებზე, რომლებიც საზოგადოების დეზინფორმაციის პრევენციას მოახდენენ. დარწმუნებული ვარ მალევე გამოჩნდებიან ამის წინააღმდეგ წამსვლელი ადამიანები და იტყვიან, რომ რისკის ქვეშ დგება სიტყვის თავისუფლება. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომელი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლები და მხარდამჭერები იქნებიან ეს ადამიანები", - აღნიშნავს დეპუტატი განცხადებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system