თავში

მდინარაძე: ოპოზიციას ნერვები ეშლება და დესტრუქციული ხდება

მდინარაძე: ოპოზიციას ნერვები ეშლება და დესტრუქციული ხდება
მდინარაძე: ოპოზიციას ნერვები ეშლება და დესტრუქციული ხდება

საქართველოში ოპოზიციას არ აქვს ძალა კონკრეტულ, საგნობრივ თემებზე ილაპარაკოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ძლიერი ოპოზიცია აძლიერებს ხელისუფლებას, მაგრამ საქართველოში ოპოზიცია ძალიან დასუსტდა.

"ვისმენდით ძველ, დაზეპირებულ მესიჯებს. საქართველოში ოპოზიცია, სამწუხაროდ, ძალიან დასუსტდა. ეს კარგი არ არის ზოგადად, რადგან ძლიერი ოპოზიცია აძლიერებს ხელისუფლებასაც, მით უმეტეს, თუ მას შესწევს ძალა, რომ კონკრეტულ საგნობრივ თემებზე ილაპარაკოს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ვხედავთ მხოლოდ სპეკულაციებს, მოლოდინებს, რომ დააზიანებენ ერთ-ერთ ყველაზე უფრო რეიტინგულ ლიდერს, რაც არ გამოსდით. შემდეგ კიდევ უფრო ეშლებათ ნერვები და ხდებიან დესტრუქციულები. ეს იყო მთელი დღის ანატომია, სამწუხაროა, მაგრამ საქართველოში ოპოზიცია ძალიან დასუსტდა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში მოისმინეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system