თავში

მდინარაძე ოპოზიციასთან შეთანხმებაზე: მაქსიმალური თეორიული დრო 9 მარტია

მდინარაძე ოპოზიციასთან შეთანხმებაზე: მაქსიმალური თეორიული დრო 9 მარტია
მდინარაძე ოპოზიციასთან შეთანხმებაზე: მაქსიმალური თეორიული დრო 9 მარტია

"მაქსიმალური თეორიული დრო არის 9 მარტი, სხვა შემთხვევაში უკვე თეორიულადაც ვეღარ ვასწრებთ შესაბამისი ცვლილებების მიღებას და თუ ისინი არ წამოვლენ ამაზე, მაშინ მოუწევთ განმარტება მისცენ საზოგადოებას",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, საარჩევნო მოდელზე, ოპოზიციასთან მოლაპარაკების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, სხვა შემთხვევა, სხვა ფაქტი არ არსებობს გარდა იმისა, რომ შეთანხმება უნდა შედგეს, იმდენად დახვეწილი, იმდენად პროპორციულთან მიახლოებული და სამართლიანი სისტემა იყო მოფიქრებული მმართველი გუნდის მიერ.

"მაქსიმალური თეორიული დრო არის 9 მარტი, სხვა შემთხვევაში უკვე თეორიულადაც ვეღარ ვასწრებთ შესაბამისი ცვლილებების მიღებას და თუ ისინი არ წამოვლენ ამაზე, მაშინ მოუწევთ განმარტება მისცენ საზოგადოებას, რატომ თქვეს უარი რამდენიმეგვარ დაზღვევის მექანიზმზე, რომელიც გამორიცხავდა მათ წუხილს. ერთპიროვნულად „ქართული ოცნება“ ცვლილებებს ვერ გაიტანს იმიტომ, რომ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ აქვს და მას სჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთანხმება ვერ შედგა და პარლამენტმა ცვლილება ვერ მოახდინა სწორედ მათ გამო, ამ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება არსებული მოდელით",- განცხადა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system