თავში

მდინარაძე რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე განმარტებას აკეთებს

მდინარაძე რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე განმარტებას აკეთებს
მდინარაძე რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე განმარტებას აკეთებს

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ევროპკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტზე რეზოლუციის ჩავარდნასა და რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, კონგრესმენების კრიტიკა და დეკლარაციის ჩავარდნაც, ოპოზიციის მხრიდან მიწოდებული ტყუილების შედეგია, რაც არა მხოლოდ "ქართული ოცნების", არამედ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებაა.

"ოპოზიციის ქცევა, რომ ქვეყანას შეექმნას პრობლემები ევროპულ სტრუქტურებთან და პარტნიორებთან, არის ჩვეულებრივი საბოტაჟი, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ჩვენი პასუხი, რომ ჩამოვიდეს ფაქტების შემსწავლელი კომისია, მათ არ მოსწონთ, რადგან, მათ აშინებთ სიმართლე. სწორედ ამიტომ აქვთ მწვავე რეაქცია, ქართული ოცნების მხრიდან ლობისტების დაქირავებაზეც, რადგან არ სურთ სიმართლე გავიდეს ქვეყნიდან. კონგრესმენების კრიტიკაც დაფუძნებულია ცალმხრივად მიწოდებულ, არასწორ ინფორმაციებზე, ამიტომაც აგდებს ოპოზიციას პანიკაში ჩვენი მხრიდან სიმართლის გავრცელების გეგმა. რაც შეეხება რუსეთის დელეგაციის ვიზიტს, ოკუპანტი ქვეყნის მიმართ, ჩვენ გვაქვს მკაცრი და პრინციპული პოზიცია. ბუნებრივია ჩვენს ყოველ ნაბიჯს ამ მიმართულებით, ვათანხმებთ საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციებით",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system