თავში

მდინარაძე: ვმუშაობთ მართლმსაჯულებისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე

მდინარაძე: ვმუშაობთ მართლმსაჯულებისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე
მდინარაძე: ვმუშაობთ მართლმსაჯულებისა და პოლიტიკის გამიჯვნაზე

მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება მიმდინარეობს ერთი მხრივ, მანდატების რაოდენობის გადანაწილებასა და მართლმსაჯულებისა და პოლიტიკის გამოჯვნაზე. 

მისი თქმით, ოპოზიციასთან შეთანხმება იყო ორნაწილიანი, აქედან ერთი ნაწილი შეეხებოდა 120/30-ზე მანდატების რაოდენობას, რომელსაც არანაირი პრობლემა არ ემუქრება ხოლო, მეორე ნაწილი ეხებოდა იმას, რომ პოლიტიკა არ უნდა ჩაერიოს მართლმსაჯულებაში.

“საზოგადოებას უკუღმა აწვდიან გზავნილს. ოპოზიციას უნდა პოლიტპატიმარი დაარქვას ადამიანს, რომელმაც მაგ. 48 მლნ ლარი მოიპარა ბიუჯეტიდან და თავის პარტიას მოახმარა და ამაში უნდა ჩაერიოს პოლიტიკა, პოლიტიკოსები, მმართველი გუნდი და ეს იყო თითქოს შეთანხმება. შეთანხმების ორივე ნაწილი გაწერილია. მსოფლიოში არ არსებობს პასუხისმგებლიანი ძალა, არც უცხოელი პარტნიორი, რომელიც ასე პირდაპირ იტყვის, რომ თქვენ ჩაერიეთ სასამართლოს, პრეზიდენტის, სამართალდამცავი უწყებების კომპეტენციაში. ბუნებრივია ჩვენ გადაწყვეტილებებში ჩარევას არ ვაპირებთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სისტემა დარჩეს ქვეყანაში ისეთი, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლოს მომავალში მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში..

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system