თავში

მდინარაძე: გამოგონილი ამბებით დისკრედიტაციის მცდელობის დრო არაა

მდინარაძე: გამოგონილი ამბებით დისკრედიტაციის მცდელობის დრო არაა
მდინარაძე: გამოგონილი ამბებით დისკრედიტაციის მცდელობის დრო არაა

დღეს და ამ ვითარებაში არ არის თავდასხმების, ფეხის დადების, გამოგონილი ამბებით დისკრედიტაციის მცდელობის დრო, რასაც რიგ შემთხვევებში ვაწყდებით. დღეს ერთად დგომა და ამ გამოწვევის ერთად დაძლევა უნდა შევძლოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე ორკესტრირებული შეტევა ხორციელდება და რიგ შემთხვევებში ეს დაბრალების გზით ხდება.

"ამ ფონზე, ექიმებზე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე და ამ სისტემის ხელმძღვანელზე, ჯანდაცვის მინისტრზე, მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევა, მით უმეტეს, რომ ეს, რიგ შემთხვევებში, გამოგონილი ისტორიების დაბრალების გზით ხდება, ჯანდაცვის მინისტრის და მთლიანად სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, არა უბრალოდ არასწორია, არამედ გამოდის, რომ მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system