თავში

,,მძიმე პირობებში ვიყავი" - ერიკ დრულევის პირველი კომენტარი

,,მძიმე პირობებში ვიყავი" - ერიკ დრულევის პირველი კომენტარი
,,მძიმე პირობებში ვიყავი - ერიკ დრულევის პირველი კომენტარი

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულმა ერიკ დრულევმა გათავისუფლების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. 

როგორც ახალგაზრდამ აღნიშნა, ის ცხინვალის საპატიმროში მძიმე პირობებში იყო, მისივე თქმით, მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლა ხორციელდებოდა.

,,საზღვრის გადაკვეთას როცა ვცდილობდი მაგ პროცესში მოხდა ჩემი დაკავება, ვლადიკავკაზის საზღვართან. მძიმე პირობებში ვიყავი. ცხინვალში ვიმყოფებოდი. ფსიქოლოგიური ძალადობა იყო", -  ამბობს გათავისუფლებული ახალგაზრდა.

21 წლის ახალგაზრდა საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 5 თებერვალს, საქართველო-რუსეთის საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე, უკანონოდ დააკავეს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი რამდენიმე წუთის წინ გათავისუფლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system