თავში

მე არაფრის მეშინია, ვარ მტკიცედ და მედგრად - სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს - VIDEO

მე არაფრის მეშინია, ვარ მტკიცედ და მედგრად - სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს - VIDEO
მე არაფრის მეშინია, ვარ მტკიცედ და მედგრად - სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს - VIDEO

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook-ის პირად გვერდზე ვიდეომიმართვას აქვეყნებს, რომელიც, სავარაუდოდ მის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივანზეა გადაღებული. 

ვიდეოში სააკაშვილი ამბობს, რომ არაფრის ეშინია და მედგრად არის. ის მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

"დიდი ალბათობით ახლა მე დამაკავებენ თბილისში, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ არაფრის შეგეშინდეთ. ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და 3-ში ყველანი ვიზეიმებთ გამარჯვებას.  აბა თქვენ იცით, მე ვარ ძალიან მტკიცედ, მედგრად, იმისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ" - ამბობს სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

"მთავარი არხის" დამფუძნებლისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს და ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. მის მოსანახულებლად ამ წუთებში საქართველოს სახალხო დამცველი იმყოფება. 

ნახეთ, სად და რა ვითარებაში დააკავეს მესამე პრეზიდენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system