თავში

მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს ჩავერიოთ ენუქიძის გადაწყვეტილებაში - ინაშვილი

მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს ჩავერიოთ
მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს ჩავერიოთ ენუქიძის გადაწყვეტილებაში - ინაშვილი

მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს ჩავერიოთ ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებაში. ის თავისუფალი ადამიანია, თავად იღებს გადაწყვეტილებებს და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ინაშვილის თქმით, ბიზნესშემადგენელი ყველა პარტიაშია  და ავთანდილ ენუქიძე წლების განმავლობაში პარტიის მხარდამჭერი და დამფინანსებელი იყო და ის თავის ქმედებებში თავისუფალია. 

"მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ პარტიის პოლიტიკური შემადგენლობა არ შედის მე-10 მოწვევის პარლამენტში. ეს არის ძალიან მკაფიო განცხადება და მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი ვინც განაცხადა, რომ პარლამენტში არ შევიდოდა. მე ვასრულებ და მომავალშიც შევასრულებ ამ სიტყვას. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ყველა პარტიაში არის ბიზნესშემადგენელი, ავთო ენუქიძე წლების მანძილზე არის ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, შემომწირველი, ის აფინანსებდა არჩევნებს. შესაბამისად ის თავისუფალია საკუთარ ქმედებებში, მე  და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს ჩავერიოთ მის გადაწყვეტილებაში. ის თავისუფალი ადამიანია, თავად იღებს გადაწყვეტილებებს და ეს გადაწყვეტილება, როგორც მე მოვისმინე, მიღებული აქვს", - განაცხადა ინაშვილმა. 

ცნობისთვის, "პატრიოტთა ალიანსის" სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system