თავში

მე მათ, საცივში თავჩაყოფილებს ვეძახი - ვოლსკი

მე მათ, საცივში თავჩაყოფილებს ვეძახი - ვოლსკი
მე მათ, საცივში თავჩაყოფილებს ვეძახი - ვოლსკი

ნიკა მელიას დაპატიმრება არის ის თემა, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობა" მანიპულირებს და ყველა დანარჩენი, ვინც მის გარშემოა შეკრებილი, პირობითად, მე მათ, საცივში თავჩაყოფილებს ვეძახი, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ნიკა მელია თავისი გუნდის მიერ იყო პატიმრობისთვის განწირული, რათა ქვეყანაში ეს ვითარება დამდგარიყო.

"რასაკვირველია, მოლაპარაკების მაგიდასთან პოზიციით მისვლა არის მნიშვნელოვანი და არა ის, ვინ მიიღებს მონაწილეობას. ანალიზი გვიჩვენებს და გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ნიკა მელია სწორედაც პატიმრობისთვის იყო განწირული თავისი გუნდის მიერ, თავისი თანხმობით, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ დღეს ეს ვითარება დამდგარიყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია იყო ძლიერი და იყო ზეწოლა, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და დანარჩენი საკითხი განხილული უნდა ყოფილიყო პარლამენტში. აი, ამის შეცვლისთვის იყო გაკეთებული ის, რასაც ნიკა მელიასთან დაკავშირებული საკითხი ჰქვია", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გაიყვანა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცხადებული განაჩენის შემდეგ, ნიკა მელია პარტიის ოფისში იმყოფებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system