თავში

მე მხარს დავუჭერდი ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლას - ხუნდაძე

მე მხარს დავუჭერდი ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლას - ხუნდაძე
მე მხარს დავუჭერდი ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლას - ხუნდაძე

მე პირადად მხარს დავუჭერდი და ვისურვებდი, რომ ოპოზიციის ნებისმიერი წარმომადგენელი შემოსულიყო პარლამენტში და გაეგრძელებინა მუშაობა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს პარლამენტი ამ შემადგენლობით ყოფილიყო წარმოდგენილი პარლამენტის შიგნით და არა ქუჩაში. 

"ეს არის არა მხოლოდ ჩემი და მმართველი გუნდის სურვილი, არამედ ეს არის მათივე ამომრჩევლის მიმართ მათივე ვალდებულება. მათ პარლამენტში შემოსვლას და მანდატების მინიჭებას მხარი დაუჭირა მათივე ამომრჩეველმა, საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ამ შემადგენლობით ყოფილიყო საქართველოს პარლამენტი და ამ შემადგენლობით უნდა იყოს ყველა დეპუტატი პარლამენტის შიგნით და არა ქუჩაში. მე ჯერ დაველოდები მათ  გადაწყვეტილებას და შემდეგ მივიღებ საკუთარს,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system