თავში

"მე ნიკა მელიას გულშემატკივარი ვარ და მან ეს იცის" - იაგო ხვიჩია

"მე ნიკა მელიას გულშემატკივარი ვარ და მან ეს იცის" - იაგო ხვიჩია
მე ნიკა მელიას გულშემატკივარი ვარ და მან ეს იცის - იაგო ხვიჩია

,,გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გულშემატკივარია და ნიკა მელიამ ეს იცის.

ხვიჩიამ ,,ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას განაცხადა, რომ პარტიაში ეძებს ადამიანს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წინააღმდეგობას გაუწევს.

მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას",  როგორც პოლიტიკურ მოთამაშეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ენდობა, თუ არ ეცდება ძალაუფლების ერთპიროვნულად ხელში ჩაგდებას.

,,მე ნიკა მელიას გულშემატკივარი ვარ და მან ეს იცის. მე გეტყვით ჩემს დამოკიდებულებას ,,ნაციონალური მოძრაობის" მიმართ მთელ ამ პროცესში. 

მე და ჩემი პარტია ვართ ხალხი, რომელსაც არ უნდა მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნულად ხელისუფლებაში დაბრუნება, ჩვენ ამ განწყობით ვმოძრაობთ. როდესაც ჩვენ ნიკა მელიას იმედი გვაქვს და დავადასტურებ, რომ გვაქვს მისი იმედი. ,,ნაციონალურ მოძრაობაში" ვეძებ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მიხეილ სააკაშვილის ნებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და მისთვის "არას" თქმას, როდესაც არაა სათქმელი. 

მე მხოლოდ ამ შემთხვევაში ვენდობი ,,ნაციონალურ მოძრაობას" როგორც მოთამაშეს, რომელიც არ ეცდება, ერთპიროვნულად ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება. მე სულ ამ იმედით ვუყურებ ნიკა მელიას. მე უნდა მეგულებოდეს ,,ნაციონალურ მოძრაობაში" ვიღაცა, გადახტით კლდიდან რომ უთხრას მიხეილ სააკაშვილმა არ უნდა გადახტეს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ ,,ღამის კურიერში".

შეგახსენებთ, 25 იანვარს, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ნიკა მელიამ მას დაურეკა და დაემუქრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system