თავში

მე რომ მელიას ადვოკატი ვიყო, გირაოს გადახდას ვურჩევდი - ხიდაშელი

მე რომ მელიას ადვოკატი ვიყო, გირაოს გადახდას ვურჩევდი - ხიდაშელი
მე რომ მელიას ადვოკატი ვიყო, გირაოს გადახდას ვურჩევდი - ხიდაშელი

მე რომ ნიკა მელიას ადვოკატი ვიყო, ვურჩევდი, გირაო გადაეხადა, მაგრამ მელია დღეს არ მოქმედებს კანონის სიტყვა -სიტყვითი აღსრულების წესებით, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვინაიდან, ნიკა მელია პარლამენტის წევრია და მას უფლებამოსილების შეწყვეტამდე ვერ დააკავებენ, მმართველი პარტია თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს. 

„თავისთავად, გირაოს გადახდაც ალტერნატიული ღონისძიებაა, ის არ არის სავალდებულო. ანუ, ადამიანი თავად გადაწყვეტს გირაო გადაიხადოს თუ არა, ან შეიძლება სულ ვერ გადაიხადოს, შესაძლებლობა არ ჰქონდეს ადამიანს და ვერ გადაიხადოს. ამიტომ, ამ, თვალსაზრისით სავალდებულო ღონისძიება არ არის. ეს არის ალტერნატივა, რომელსაც სასამართლო ადამიანს აძლევს. ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას შემდეგ, რა გზით წავიდეს პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორც ჩანს, არსებობს, რაღაც გათვლა, რომელსაც ეფუძნება ნიკა მელიას ვარაუდი და ის ფიქრობს, რომ თუ ხელისუფლება გაბედავს და დააპატიმრებს ადამიანს, რომელიც ამ წუთას პარლამენტის წევრია. სხვათაშორის ეს ძალიან საინტერესო და სასაცილო იქნება, პარლამენტის წევრის დაპატიმრების უფლება არ აქვთ. ალბათ, როგორც წინათ შეუწყვიტეს მელიას უფლებამოსილება, ახლაც ასე უნდა შეუწყვიტონ. ანუ, მელიას ინდივიდუალურად შეუწყვეტენ უფლებამოსილებას, მაშინ, როცა სხვას, არავის უწყვეტენ. ეს არის ზუსტად ის, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ მორიგ ჯერზე სასაცილო მდგომარეობაში უნდა იყოს „ქართული ოცნება“, შეცდომას შეცდომაზე უნდა უშვებდეს“, - განაცხადა ხიდაშელმა ,,პალიტრანიუსის" ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელიას ბრალად ედება საზოგადოებრივი უშიშროების და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 2019 წლის 27 ივნისს, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა. ნიკა მელია პროკურატურაშია დაბარებული.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს.

დღეს ,,ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ნიკა მელიას გირაოს გადაიხდას ე.წ. გვერდითა გზებით ცდილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system