თავში

მე უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს - ნიკა მელია პარლამენტში შესვლაზე

მე უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს - ნიკა მელია პარლამენტში შესვლაზე
მე უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია მაქვს - ნიკა მელია პარლამენტში შესვლაზე

პრაქტიკულად, მე უკვე ჩემი ჩამოყალიბებული, პოზიცია მაქვს, - ამის შესახებ ნიკა მელიამ "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.

"ამ პოზიციას ახლა მე უბრალოდ გასაგები მიზეზების გამო საზოგადოებას არ გავაცნობ იმიტომ, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები. ამ კონსულტაციებში მე არგუმენტებს ვისმენ, მეგობრები ჩემს არგუმენტებსაც ისმენენ და შევაჯერებთ ამ განსხვავებულ პოზიციებს. დარწმუნებული ვარ საზოგადოებისთვის კონსოლიდირებულ პოზიციას გამოვიტანთ გადაწყვეტილების სახით. გაყალბებულ პარლამენტში შესვლის მომხრეებსაც და არ შესვლის მომხრეებსაც, რა თქმა უნდა, წონადი არგუმენტები აქვთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პარტიამ უნდა მიიღოს ყველაზე რაციონალური, პრაგმატული და მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილება. გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ფაქტორი", - განაცხადა მელიამ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system