თავში

"მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი"

"მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი"
მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი

თუ ათასგვარ საზიზღრობას აპირებთ, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, ვართ მზად, ბოლომდე დავუპირისპირდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს არჩევნები წააგო. მისი ვარაუდით, "ნაციონალურ მოძრაობას" აღებული აქვს ბევრად მეტი ხმა, ვიდრე ეს ეგზიტპოლის შედეგეგმა აჩვენა. 

ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ მას თანამდებობა არ უნდა და უარს ამბობს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, თუმცა ვინც ქართველ ხალხზე ხელს აღმართავს, მას ბოლომდე დაუპირისპირდება. სააკაშვილი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, უარი თქვას კონფრონტაციაზე და დაიწყოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესი. 

„წააგეს, დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, როგორი მნიშვნელოვანი ერი ვართ. თბილისი წააგეს, წაასხეს. ელენე ხოშტარიამ თითქმის 50% აიღო თბილისის ცენტრში, ვაკეში. ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ დამაჯერებლად მოიგეს. აქ საუბარია 50%-ზე.  წარსულში 50-53-55 პროცენტით პირველივე ტურში როდესმე ოპოზიციას რომ მოეგო, ასეთი რამე წარმოუდგენელი იყო. ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის სისტემა დანგრეულია, არ იმუშავა არც ერთმა მათმა ბარიერმა. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ბევრად მეტი აღებული, ვიდრე 33%-ია, რადგან ხალხი ყოველთვის ეგზიტპოლს სიმართლეს არ ეუბნება. 

2016 წელს, პირველი ტურის შედეგად სალომე ზურაბიშვილი უსწრებდა გრიგოლ ვაშაძეს 12 პროცენტით და მერე დაჯდა თანაბარი შედეგი. ამ სიტუაციაში დასრულებულია მათ ისტორია. მიეცით ქართველ ხალხს ამოსუნთქვის საშუალება, მშვიდობიანად გადაეცით და არაფერი პრობლემა არ იქნება. თუ აპირებთ ათასგვარ საზიზღრობას, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, ვართ მზად, ბოლომდე დავუპირისპირდეთ. მზად ვარ, თუ ისინი წავლენ დარღვევებზე, ამ ბრძოლაში ფიზიკურადაც, ჩემი ყოფით, ბოლომდე ჩავერთო. არ ვურჩევ არავის არანაირ კონფრონტაციას. ჩვენ ვართ ერთი ერის შვილები. ჩავატაროთ პროცესის მშვიდობიანი გადაცემა. მზად ვართ, გარანტია მივცეთ, რომ არანაირი რეპრესიები არ იქნება. ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მომავალზე და არა წარსულ გარჩევებზე. მიხვდით, რომ არჩევნები წაგებული გაქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დამთავრდა. მე არჩევნები წავაგე შვიდი-რვა წლის წინ, მაგრამ ცხოვრება არ დამთავრებულა. ცხოვრება ყოველთვის არსებობს არჩევნებში დამარცხების შემდეგ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა ჯგუფებმა საქართველოში მოიპოვეს აბსოლუტური უმრავლესობა, ეს არის წყალგაუმტარი ფაქტი, დანარჩენი ყველაფერი, მისი თქმით, არის ლირიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system