თავში

მე ვარ სპარტაკი - გედევან ფოფხაძე

მე ვარ სპარტაკი - გედევან ფოფხაძე
მე ვარ სპარტაკი - გედევან ფოფხაძე

მე მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი, - ამის შესახებ პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

ფოფხაძის თქმით, სპარტაკის მსგავსად ის ხალხს თავისუფლებას მოუტანს.

„იყო ერთი ასეთი ადამიანი მსოფლიო ისტორიაში, სპარტაკი ერქვა და მან შეცვალა ისტორია მენტალურ დონეზე. მე მაქვს პრეტენზია, რომ ვარ სპარტაკი. და მე მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ხალხს მოვუტან თავისუფლებას“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ გადაცემა "დილის საუბრებში". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system