თავში

"მე ვარ თქვენი სიძე, თქვენთან ერთად გავიარე ბევრი გაჭირვებული დრო" - თბილისის მერობის კანდიდატი

"მე ვარ თქვენი სიძე, თქვენთან ერთად გავიარე ბევრი გაჭირვებული დრო" - თბილისის მერობის კანდიდატი
მე ვარ თქვენი სიძე, თქვენთან ერთად გავიარე ბევრი გაჭირვებული დრო - თბილისის მერობის კანდიდატი

თბილისის მერობის კანდიდატი, რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუ ამბობს, თბილისის მერად მოსვლა იმიტომ უნდა, რომ მეტი სამუშაო ადგილი შექმნას.

"მე ვარ თქვენი სიძე, არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ. მე თქვენთან ერთად უკვე გავიარე ბევრი გაჭირვებული დრო და მესმის თქვენი გულის ტკივილი.

მე მესმის დედათქვენების, რომლებსაც ღამით არ სძინავთ, იმიტომ რომ ფიქრობენ, რა აჭამონ დილით შვილებს. 

მე მოვდივარ იმიტომ, რომ რამენაირად გავაკეთო, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს სამუშაო, ჰქონდეს ოჯახის შენახვის საშუალება.

მე გთხოვთ, მომეცით ხმა," - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა "რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system