თავში

მე ვერავინ დამაშანტაჟებს - ელისაშვილი

მე ვერავინ დამაშანტაჟებს - ელისაშვილი
მე ვერავინ დამაშანტაჟებს - ელისაშვილი

შანტაჟის მსხვერპლი ვინც არის, თავის თავს მოკითხოს. მე არასდროს ვყოფილვარ შანტაჟის მსხვერპლი და ვერასდროს ვერავინ დამაშანტაჟებს, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ის სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს. 

"შანტაჟის მსხვერპლი ვინც არის, თავის თავს მოკითხოს. მე არასდროს ვყოფილვარ შანტაჟის მსხვერპლი და ვერასდროს ვერავინ დამაშანტაჟებს. ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოს ინტერესებით, ხალხის ინტერესებით და ჩვენი სინდისის კარნახით. რასაც თვითონ არიან მიჩვეულები, რომ ერთმანეთს აშანტაჟებდნენ, სულ გარიგებებში მონაწილეობდნენ, სულ ფულს იღებდნენ, ჰგონიათ, რომ ყველა ასე ცხოვრობს. რუსული გამოთქმა რომ არის, ყველა თავისი გარყვნილების მიხედვით ზომავს სხვასო, ჩვენ მაგ საზომებით არ გვიცხოვრია. სხვანაირად ვცხოვრობდით, სხვანაირი მიზნები გვაქვს პოლიტიკაში და ამ მიზნებს ვემსახურებით  -ეს არის ქვეყნის და ხალხის სამსახური და ჩვენი სინდისის კარნახი. დანარჩენი, რომ ვერ ჩამოყალიბებულან, იმ თავგზააბნეულმა ხალხმა, ვისაც რა ჭუჭყი მოსდის თავში, ერთმანეთს უზიარონ", – განაცხადა ელისაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system