თავში

მე ვიღებ წერილებს სააკაშვილისგან... ჩართულია შარლ მიშელი - ზელენსკი

მე ვიღებ წერილებს სააკაშვილისგან... ჩართულია შარლ მიშელი - ზელენსკი
მე ვიღებ წერილებს სააკაშვილისგან... ჩართულია შარლ მიშელი - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტების მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მესამე პრეზიდენტის შესახებ მოლაპარაკებებს პირადად აწარმოებს და კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობითაც მიმდინარეობს.

ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უკრაინელი ექიმების ჩართვას ითხოვს, თუმცა ამბობს, რომ პროცესში შეფერხებაა. 

"მინდა, რომ ჩვენი ექიმები ჩაერთონ პროცესში, მაგრამ ამ მხრივ ჯერჯერობით შეფერხებაა. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება და მასში ჩართულია ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი. სხვა დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. მე ვიღებ წერილებს სააკაშვილისგან, ის კი ჩემგან იღებს ინფორმაციას", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system