თავში

"მე ვიქნები ყველას მერი" - ანზორ მელია

"მე ვიქნები ყველას მერი" - ანზორ მელია
მე ვიქნები ყველას მერი - ანზორ მელია

ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია ამბობს, რომ ის გამარჯვების შემთხვევაში ყველას მერი იქნება. 

ანზორ მელია ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ზუგდიდელებს მიმართა.

მისი თქმით, სიძულვილის ენა და ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაყოფა უნდა დასრულდეს.

"ბედნიერი ვარ, რომ ზუგდიდელი ვარ. ზუგდიდის მერად არჩევის დროს, მე ვიქნები ყველას მერი, აბსოლუტურად -  არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკურად რომელ მხარეს არის, მთავარია, მას უყვარდეს საქართველო და სამშობლო. მე ვიქნები მათი მერიც, ვინც ხმა არ მომცა პირველ ტურში, მაგრამ ვისაც უყვარს სამშობლო და ფიქრობს, თავისი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე. გვეყოფა სიძულვილის ენით ლაპარაკი, პოლიტიკური ნიშნით განსხვავება, ეს წარსულს უნდა ჩავაბაროთ", -განაცხადა ანზორ მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system