თავში

მედია უნდა იყოს დაცული, რაც მოხდა კატეგორიულად მიუღებელია - რიკ დემსი

მედია უნდა იყოს დაცული, რაც მოხდა კატეგორიულად მიუღებელია - რიკ დემსი
მედია უნდა იყოს დაცული, რაც მოხდა კატეგორიულად მიუღებელია - რიკ დემსი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თბილისში ვიზიტის დროს, პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა. რიკ დემსის განცხადებით, მომხდარი მიუღებელია. 

მისივე თქმით, საკითხს საკითხს პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან დაგეგმილ შეხვედრებზეც განიხილავს.

"პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ სრულიად მიუღებელი იყო ის, რაც მოხდა. ეს აშკარაა, მაგრამ საჭიროა, კიდევ ერთხელ ითქვას, ქუჩებში ძალადობა მაქსიმალურად უნდა იყოს კონტროლირებული, მაგრამ ხელისუფლებას ყოველთვის არ შეუძლია სრულად ამის გაკეთება. მე მჯერა, რომ თუ გინდა დააფასო სიტყვის და პრესის თავისუფლება, პრესა ასევე უნდა იყოს დაცული. რაც მოხდა პრესის მიმართ, უკიდურესად მიუღებელი და სამწუხაროა. მჯერა, რომ ხელისუფლება საკითხს დააყენებს, ეს უკვე ხდება, მიმდინარეობს გამოძიება, ადამიანები დაკავებული არიან.

მჯერა, გაირკვევა ყველა დეტალი, თუ რატომ მოხდა ეს, ვინ წაახალისა და რა მიზეზით. ეს არის ის, რაზეც საზოგადოებამ უნდა ილაპარაკოს, რომ აღარასდროს მოხდეს. ამ საკითხს განვიხილავთ პრემიერ-მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთ პოლარიზაცია არავის ეხმარება.

მჯერა, პრესას აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომ სცადოს ამის განმუხტვა და სცადოს პოლარიზაციის დამშვიდება. ვიცი, რომ ეს არ არის ადვილი, რადგან მედიამ უნდა გადასცეს ამბავი და როდესაც ცუდი რამ ხდება, ეს უნდა გაშუქდეს, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ ჩემი აზრით, დეპოლარიზაციის შემცირების მცდელობაში დახმარება საკითხის გადაწყვეტის ნაწილი იქნება. მეორე მხრივ მჯერა, რომ ხელისუფლების მოვალეობაა, დაიცვას მოქალაქეები და მათ შორის ჟურნალისტები, რომ თავიანთი საქმე გააკეთონ.

მე აქ არ ვარ, რომ ვინმე დავადანაშაულო, მე არ ვარ თქვენი ხელისუფლების ხელმძღვანელი, მაგრამ მაქვს უფლებამოსილება ვთქვა, რომ როდესაც ეს ხდება საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, უნდა იყოს სრულად გამოკვლეული და ყველა დამნაშავემ პასუხი აგოს," – განაცხადა რიკ დემსმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system