თავში

მედიატორებმა დაინახეს, რომ ოცნება მზად არაა კომპრომისზე წასასვლელად - ზურა ჯაფარიძე

მედიატორებმა დაინახეს, რომ ოცნება მზად არაა კომპრომისზე წას
მედიატორებმა დაინახეს, რომ ოცნება მზად არაა კომპრომისზე წასასვლელად - ზურა ჯაფარიძე

"მედიატორებმა დაინახეს რომ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება კი არა, ან რთულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა კი არა (ვადამდელი და პოლიტპატიმრები), ოცნება მზად არაა არანაირ კომპრომისზე შარლ მიშელის არც ერთ პუნქტთან მიმართებაში", - ამასთან დაკავშირებით პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, სახელისუფლო გუნდისთვის კომპრომისი აღიწმება, როგორც უკან დახევა და სისუსტის ჩვენება. 

"ამიტომ შეწყდა მოლაპარაკებები. ოპოზიცია რას თმობდა, რა კომპრომისებზე იყო თანახმა და ა.შ. 

მიუხედავად იმისა რომ ყოველ რაუნდზე ჩვენ ვაფიქსირებდით საკუთარ პოზიციას ყველა პუნქტთან მიმართებაში- აქამდე რეალურად საქმე არც მისულა.

მედიატორებმა, ტექსტის რამდენიმეჯერ მნიშვნელოვანი გაუარესების მიუხედავად ვერ მოახერხეს ისეთი ტექსტის დადება, რომელიც მისღები იქნებოდა კობახიძის გონებაში ჩაბუდებული ბიძინასთვის.ამიტომ, კამერების ან ფბ აუდიტორიის წინ მასტურბაციას თუ თავს დავანებებთ, ოპოზიციისკენ ხელის გამოშვერას ამ სიტუაციაში სულ რამდენიმე ახსნა აქვს: ან საერთოდ არ გესმის რა მოხდა; ან პარლამენტში შესვლის სურვილით ან სხვა მიზეზით ძალით იბრმავებ თავს. ორივე შემთხვევაში დედამიწა შენს გარშემო ტრიალებს", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. 

სამთავრობო გუნდი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან რამდენიმე დღის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს. საკითხი პარლამენტში შესვლას შეეხებოდა. კონსულტაციების შედეგად მხარეები შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system