თავში

მელიას გირაოს გადახდას ევროკავშირი აპირებს - მედია

მელიას გირაოს გადახდას ევროკავშირი აპირებს - მედია
მელიას გირაოს გადახდას ევროკავშირი აპირებს - მედია

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე შეხვედრაზე წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აღარაა, თუმცა ის მოიცავს შემდეგ საკითხებს - გიორგი რურუა ციხეს დატოვებს ნოემბრის ბოლოს; ნიკა მელიას გირაოს თანხას კი ევროკავშირი გადაიხდის, -  ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს.

ცნობისთვის, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ერთობლივი შეხვედრა უკვე 3 საათზე მეტია მიმდინარეობს.

მოლაპარაკებების პროცესში, სავარაუდოდ, დღევანდელი დღე გადამწყვეტი იქნება.

დანიელსონმა მხარეებს მის მიერ შემუშავებული დოკუმენტი უნდა წარუდგინოს.

ცნობისთვის, შვედი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოვიდა.

მეორე ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები უკვე გამართა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

29 მარტს მან შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

დანიელსონის პირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა.

ერთი კვირის განმავლობაში, ევროპელმა დიპლომატმა არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

ქვეყნის დატოვებამდე დანიელსონმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის 9-საათიანი შეხვედრა გამართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება. როგორც შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა: ,,კომპრომისების დროა".

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მხარეებს შორის საერთო ნიადაგი მოიძებნოს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system