თავში

მელია ამნისტიაზე თუ უარს იტყვის, მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი - კობახიძე

მელია ამნისტიაზე თუ უარს იტყვის, მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი - კობახიძე
მელია ამნისტიაზე თუ უარს იტყვის, მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცახედებით, იმ შემთხვევაში, თუ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ამნისტიაზე უარს იტყვის, მის მიმართ შესაბამისი კანონი ამოქმედდება.

"ეს მისი არჩევანია, თუ ის ამნისტიაზე უარს იტყვის, ამ შემთხვევაში მის მიმართ ამოქმედდება შესაბამისი კანონი. 

ძალიან მარტივად არის ყველაფერი. შეგახსენებთ, ის თავის დროზე ამბობდა, რომ ხელს არ მოაწერდა მიშელის დოკუმენტს, თუმცა, საბოლოო ჯამში სრულიად კომიკურად ანულირებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი. 

ასევე მოუწევს საკუთარი სიტყვის გადათქმა, როცა საქმე-საქმეზე მიდგება ამნისტიასთან დაკავშირებით", – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მისი საბოლოო პასუხი ამნისტიაზე არის – არა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი 7 სექტემბერს დაამტკიცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system