თავში

"მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი" - კალაძე

"მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი" - კალაძე
მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი - კალაძე

მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი, ის არის იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი, რომელიც მთელი თავისი მუშაობის განმავლობაში დაკავებულია დესტრუქციით, – ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი დაპირისპირება.

"ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაკავებული იყვნენ ადამიანების წამებით, ოჯახების გაუბედურებით, როდესაც ისინი იმყოფებიან ოპოზიციაში, არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ეს არის მათი რეალური სახე, ყოველთვის ცდილობენ, დესტრუქცია მოაწყონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს, ყოველთვის ცდილობენ გარკვეულ პროვოკაციებს, მაგრამ არ გამოუვათ.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობის გადანაწილება მოუწევს ყველას, არამარტო ხელისუფლებას, მათ შორის ოპოზიციას, რადგან ისინიც პოლიტიკურ ველზე არიან და შესაბამისად, ეს პროვოკაციები კატეგორიულად მიუღებელია. ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, ჩაატაროს არჩევნები მშვიდობიან გარემოში, შეხვდეს მოსახლეობას მივარდნებისა და დაპირისპირებების გარეშე", – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის ოფისთან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system