თავში

მელია და რურუა შესაძლოა გათავისუფლდნენ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში - ბაქრაძე

მელია და რურუა შესაძლოა გათავისუფლდნენ მიშელის დოკუმ

პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავასებულ დოკუმენტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მასში პოლიტიკური პატიმრების გათავისულფების საკითხი არის დაზუსტებული.

მისი თქმით, დოკუმენტში შეტანილი ახალი პირობების მიხედვით, შესაძლოა ნიკა მელია და გიორგი რურუა, მასზე ხელმოწერის შემდეგ ერთი კვირის ვადაში გათავისუფლდნენ. 

"დოკუმენტში, წინა ვერსიასთან შედარებით, შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს. პირველ რიგში ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს და მკაფიო საუბარია ორი ადამიანის გამოშვებაზე, ვადებზე და იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა, რომ ორივე ადამიანი - ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system