თავში

მელია დარწმუნებულია, რომ გახარია მისი დაკავების მომხრე იყო

მელია დარწმუნებულია, რომ გახარია მისი დაკავების მომხრე იყო
მელია დარწმუნებულია, რომ გახარია მისი დაკავების მომხრე იყო

"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ" ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საკუთარი დაპატიმრების დღე გაიხსენა და განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, რომელიც დეკლარირებულად, სწორედ მელიას დაპატიმრების მიმართ წინააღმდეგობის გამო გადადგა თანამდებობიდან, სინადმვილეში, ბოლო მომენტამდე მისი დაპატიმრების მომხრე იყო.

მელიამ მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებაც გაიხსენა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ გადამდგარი პრემიერი ბოლო მომენტამდე მელიას დაპატიმრებას უჭერდა მხარს, დაპატიმრებამდე ცოტა ხნით ადრე კი გადადგა. 

"კობახიძემ აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, მელია უნდა დაგვეჭირა და ბოლო მომენტში გადათქვაო. გახარია თუ წინააღმდეგი იყო, მისი მეგობრები მე იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ..." - თქვა მელიამ. 

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მძრაობის" თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. მოსამართლემ მელიას ადვოკატების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system