თავში

მელია ფიქრობს, რომ დღეს ოპოზიციური ერთიანობა მნიშვნელოვანია - სამადაშვილი

მელია ფიქრობს, რომ დღეს ოპოზიციური ერთიანობა
მელია ფიქრობს, რომ დღეს ოპოზიციური ერთიანობა მნიშვნელოვანია - სამადაშვილი

ნიკა მელიას მიაჩნია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ის ნიკა მელიას შეხვდა.

სამადაშვილის თქმით, ნიკა მელიასთან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ შეთანხმების ისე გამოყენება, რომ მისი გათავისუფლებაც მოხდეს და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიც დასრულდეს. 

"პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია არის ძალიან მხნედ, ძალიან კმაყოფილია, რომ გუშინ გიორგი რურუა გათავისუფლდა. მას მიაჩნია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა, ჩვენ მასთან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ვისაუბრეთ, იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ შეთანხმების გამოყენება ყველაზე უფრო პოზიტიურად, როგორც ნიკას გასათავისუფლებლად, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. 

ვფიქრობ, ნიკამ ძალიან კარგად იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე, იყო როგორც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე ის, თუ როგორ ვაფასებ მე ამ ვითარებიდან გამოსავლის გზას. ერთი პოლიტპატიმარი უკვე გათავისუფლდა, დიდი იმედი მაქვს, მალე ჩვენ მეორესაც გავათავისუფლებთ", - განაცხადა სამადაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system