თავში

მელია, გამოვა ვაია, არ გამოვა, ვუია - მაჭარაშვილი

მელია, გამოვა ვაია, არ გამოვა, ვუია - მაჭარაშვილი
მელია, გამოვა ვაია, არ გამოვა, ვუია - მაჭარაშვილი

ნიკა მელია ოპოზიციამ დილემის წინაშე დააყენა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, "ლელოს" ინიციატივა, რომ ევროპარლამენტარები მელიას თავდებში ჩაუდგებიან შეთანხმების დოკუმენტს ეწინააღმდეგება და მელიას საკითხი არ არის პრიორიტეტული არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

"ამ შემთხვევაში, ნიკა მელია დილემის წინაშე დააყენეს - გამოვა ვაია, არ გამოვა - ვუია. რაც შეეხება "ლელოს" მოწადინებას, რომ მისი გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, ეს წინააღმდეგობაშია იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად "ლელომ" ხელი მოაწერა. საქართველოში ამერიკის ელჩისა და ევროპარლამენტარების კომენტარები ვნახეთ, რომ ქვეყანა ვერ გადაყვება ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, გამოვა თუ არა ციხიდან," - აცხადებს მაჭარაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system