თავში

მელია ყველამ პოლიტიკურ დევნილად აღიარა - ლევან ხაბეიშვილი

მელია ყველამ პოლიტიკურ დევნილად აღიარა - ლევან ხაბეიშვილი
მელია ყველამ პოლიტიკურ დევნილად აღიარა - ლევან ხაბეიშვილი

"ქართული ოცნება" ყველა საშუალებას და ბერკეტს იყენებს, რომ ნიკა მელია არ გათავისუფლდეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია ყველამ პოლიტიკურ დევნილად აღიარა და ამაზე "ქართულმა ოცნებამაც" მოაწერა ხელი.

"მელია ყოველგვარი დათქმის გარეშე, ანუ ყოველგვარი გირაოს, ამნისტიის და ა.შ. გარეშე უნდა გათავისუფლდეს. რაც შეეხება ამნისტიას, ზოგადად მიგვაჩნია, რომ ამნისტიის ეს პროექტი ემსახურება ისტორიის გადაწერას, თუმცა ამასობაში იმასაც ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება" ყველა საშუალებას და ბერკეტს იყენებს, რომ ნიკა მელია არ გათავისუფლდეს. საბოლოო ჯამში, მათ ამის გაკეთება მაინც მოუწევთ, თუმცა ფაქტობრივად, როგორც ტერორისტები იქცევიან ხოლმე და როგორც სალომე ზურაბიშვილი მოიქცა ამ შემთხვევაში, სანამ ოპოზიცია პარლამენტში არ დაფიქსირდა, მანამდე ხელი არ მოაწერა ამნისტიას, ასევე იქცევა "ქართული ოცნება". ნიკა მელია ყველამ პოლიტიკურ დევნილად აღიარა, ამაზე "ქართულმა ოცნებამაც" მოაწერა ხელი, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ ამ დრომდე არ აღასრულებენ გადაწყვეტილებას. ნიკა მელიას გაცხადებული პოზიცია ჰქონდა, რომ ევროკავშირის გირაოს დათანხმდება იმ შეთხვევაში, თუ ამნისტიას გაიწვევენ. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ამნისტიის გაწვევას არ აპირებენ. შესაბამისად, გირაოს გადახდაც არ მიგვაჩნია ამ შემთხვევაში გამოსავლად,"

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system