თავში

მელია, როგორც პოლიტიკოსი, არის განულებული - კობახიძე

მელია, როგორც პოლიტიკოსი, არის განულებული - კობახიძე
მელია, როგორც პოლიტიკოსი, არის განულებული - კობახიძე

ზოგადად ასეა, რომ ნიკა მელია არის მიხეილ სააკაშვილის მძევალი, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მელიას არ ეყო ინტელექტუალური რესურსი იმისათვის, რომ არ ემოქმედა სააკაშვილის მარტივი თამაშის შესაბამისად და თავის დროზეც, როდესაც მელიამ საკუთარი თავი ჩაისვა ციხეში, ეს იყო სააკაშვილის მარტივი თამაში.

"დღეს მელია, როგორც პოლიტიკოსი, არის აბსოლუტურად განულებული. მან გააკეთა უმარტივესი განცხადება - "არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ", სახელმწიფომ კი ის დაიჭირა. სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულობისთვის მას საკადრისი პასუხი უკვე გაეცა. აქედან გამომდინარე, მელია, როგორც პოლიტიკოსი და ადამიანი, რომელსაც სახელმწიფოს მიმართ უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა, არის აბსოლუტურად განულებული. დღეს რას გააკეთებს მელია ან რას იტყვის სააკაშვილი, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ყველამ დაინახა, რომ მელია ნულია როგორც პოლიტიკოსი და სააკაშვილიც არის ნული როგორც პოლიტიკოსი. მათ სიტყვას ან ქმედებას არანაირი ფასი აღარ აქვს. პროცესები გაგრძელდება ისე, როგორც ეს აწყობს ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს ხელისუფლებასა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს" - დასძინა კობახიძემ "იმედში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system