თავში

მელია უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ - ბადრი ჯაფარიძე

მელია უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ - ბადრი ჯაფარიძე
მელია უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ - ბადრი ჯაფარიძე

ქართულ ოცნებას უნდა ესმოდეს, რომ უნდა მოიძებნოს გამოსავალი ამ ვითარებიდან, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ნიკა მელიას მონახულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, გირაოს გადახდის შეთავაზება არ არის გამოსავლის შეთავაზება.

"ის არის მხნედ. მას, რა თქმა უნდა, არ აქვს განცდა იმის რო დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი განიმუხტა, იმიტომ, რომ, სანამ ნიკა მელია არ გათავისუფლდება, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე საუბარი არის ნაადრევი.

ქართულ ოცნებას უნდა ესმოდეს, რომ უნდა მოიძებნოს გამოსავალი ამ ვითარებიდან. ეს ვერ მოხდება, მორალური პრინციპების მსხვერპლად შეწირვის ხარჯზე. ამიტომ უნდა მოიძებნოს გამოსავალი და არსებობს მრავალი ისეთი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანისგან არ მოითხოვს მორალურ კომპრომისს და შესაბამისად, ეს არის ახლა საზრუნავი ყველა ჩვენთაგანის, ყველა იმ მხარის და პოლიტიკური ფიგურის, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, რომ მოიძებნოს გამოსავალი და დაუყოვნებლივ, ნიკა მელია გათავისუფლდეს. ეს სჭირდება ვითარების დეესკალაციას.

გირაოს გადახდის შეთავაზება არ არის გამოსავლის შეთავაზება, ყველასთვის ნათელია, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდას უკანონოდ მიიჩნევს, " - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, პარტია "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ნიკა მელიასთან შესახვედრად, მივიდა.

ნიკა მელია აცხადებს, რომ ის თავს მოტყუებულად გრძნობს და გირაოს გადახდის წინააღმდეგია.

19 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის სკანდალური გადაწყვეტილება მიიღოს და გიორგი რურუა საკუთარი პირობებით შეიწყალოს.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა.

დღეს დოკუმენტზე ხელმოწერა დააფიქსირა დამატებით კიდევ რამდენიმე პარტიის წარმომადგენელმა.

18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system